დაზარალებული - პროცესის მხარე თუ მონაწილე?967 2015.01.09
დაზარალებული - პროცესის მხარე თუ მონაწილე?
სისხლის სამართლის პროცესი ადმინისტრაციულისა და სამოქალაქო სამართლის პროცესებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ერთ-ერთი უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ამ შემთხვევაში ერთ, კერძოდ, ბრალდების მხარეს სახელმწიფო ბრალმდებელი გვევლინება და მასზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ეს ის სუბიექტია, რომელიც, ფაქტობრივად, ამა თუ იმ დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს იცავს, რის გამოც მას დამატებით ადოკატი აღარ სჭირდება. ხოლო საკითხი, დაზარალებული სისხლის სამართლის პროცესის მხარეა თუ მხოლოდ მონაწილე, მთლად ერთგვაროვნად არ არის გადაწყვეტილი იურიდიულ დოქტრინაში.