არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია1076 2015.01.13
არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია
სისხლის სამართალში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას დამსახურებულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ეს საკითხი აქტუალურობას არ კარგავს როგორც საკანონმდებლო ტექნიკის გაუმჯობესების, ისე იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრებების განხილვისა და დახვეწის კუთხით. როცა არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენასთან გვაქვს საქმე, პირველ რიგში, მართლმსაჯულების ორგანო და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვს იმ არასრულწლოვანთან, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ გარემოებას, რომ დანაშაულის სუბიექტი არასრულწლოვანია.