სქესის ნიშნით დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში2254 2015.01.14
სქესის ნიშნით დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში
ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი გრძელდება და ამჯერად გთავაზობთ ერთ-ერთი კონკურსანტის, ქრისტინე ჩილინგარაშვილის, სტატიას თემაზე - "შრომით ურთიერთობაში პირთა შორის დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნის საფუძველზე". აღნიშნული ნაშრომი ეხება აქტუალურ საკითხებს და საინტერესო უნდა იყოს როგორც სამართლით, ისე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემებით დაინტერესებული მკითხველისთვის. ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის საკითხი აქტუალურობას არ კარგავს არც ერთ დროსა და სივრცეში. განსაკუთრებით, სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა ხშირი განხილვის საგანი. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების გამო ქალისა და მამაკაცის თანასწორობის რეალობაში განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. არანაკლებ მნიშვნელოვანია დასაქმების სფეროში სქესის ნიშნით დისკრიმინაციიის პრობლემა. ამგვარი დისკრიმინაციის რამდენიმე ტიპი არსებობს, სამსახურში მიღებისას და შემდგომ პერიოდში სხვადასხვაგვარად გამოხატული.

ქრისტინე ჩილინგარაშვილის ნაშრომში მიმოხილულია დისკრიმინაციის საკითხი შრომისა და კონსტიტუციურ სამართალში, გენდერული თანასწორობა, დისკრიმინაციის სახეები, დისკრიმინაციის აღმოფხვრის საშუალებები, სოციალური ქარტიით დაცული შრომის უფლება, წინასახელშეკრულებო ეტაპზე განხორციელებული დისკრიმინაციის შესაძლებლობა, შესაბამისი საერთაშორისო აქტები. ჩამოთვლილი საკითხები მთავარ თემაზე სწორი წარმოდგენის საშუალებას იძლევა და სტატიამ, მთლიანობაში, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩენილთათვის გარკვეული დახმარების გაწევაც შეიძლება უზრუნველყოს.

ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -შრომით ურთიერთობაში პირთა შორის დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნის საფუძველზე.

კონკურსის მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებებს!