901
2015.01.14
ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები
ოჯახში ძალადობა მსოფლიო პრობლემაა. სამწუხაროდ, ამ პრობლემას უმრავლეს ქვეყანასთან ერთად საქართველოც იზიარებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან განსაკუთრებით მწვავედაა ამ კუთხით მდგომარეობა. ასეთ დროს სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ ძალადობის გამომწვევი აგრესიის განსამუხტად და პრევენციული მექანიზმების შესაქმნელად, რამაც, საბოლოოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტების შემცირება უნდა გამოიწვიოს.
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული არაერთი ნაშრომი ეხება ოჯახური ძალადობის თემას, რაც საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარეობს. შიდა კანონმდებლობაში არსებული მოწესრიგება და საერთაშორისო სტანდარტები სისტემური განხილვის საგანია იმ მიზნით, რათა მოხდეს დასახული პრობლემის მოგვარების მექანიზმების სრულფასოვნად განსაზღვრა და წარმოდგენა ნაშრომების ავტორთა მიერ. მორიგი სამართლებრივი სტატია - "ოჯახში ძალადობის ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები", რომელიც ნათია ხარბეგაშვილს ეკუთვნის, გამოკვეთს პრობლემის სიმწვავეს და ოჯახში ძალადობის პრევენციისა თუ შემდგომ ეტაპზე მასთან ბრძოლის მექანიზმებს. ყოველივე ეს კიდევ ერთი მცდელობაა საკითხის ანალიტიკური შესწავლისა, რაც, საბოლოოდ, საფუძვლად უნდა დაედოს ოჯახური ძალადობის რეალურად შემცირების განმაპირობებელ პროცესებს.
ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები.
საადვოკატო ბიურო OK & CG კონკურსანტებს უსურვებს წარმატებებს!