ბავშვთა ტრეფიკინგი2495 2015.01.23
ბავშვთა ტრეფიკინგი
მსოფლიოში ბევრი პრობლემაა, რომელთა სრულად აღმოსაფხვრელად სახელმწიფოთა ერთიანი ძალებიც ვერაა საკმარისი. ერთ-ერთია ტრეფიკინგი, რომელიც ცალკეულ სახელმწიფოს და ყველას ერთად, გლობალური მასშტაბით, მნიშვნელოვნად აზარალებს. სისხლისსამართლებრივი დანაშაულების რიცხვსა და მათი ჩადენის სიხშირესთან ერთად მათი სიმძიმეც არანაკლებ მნიშვნელოვანი კატეგორიაა. ტრეფიკინგი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგების გამომწვევი დანაშაულია, განსაკუთრებით კი, ბავშვთა ტრეფიკინგი. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მიღებული მორიგი სტატია სწორედ ამ რთულ პრობლემას ეძღვნება. კონკურსის მონაწილე, ნატი გელოვანი, ნაშრომში - "ბავშვთა კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია (ტრეფიკინგი)" განიხილავს შემდეგ საკითხებს: ადამიანით ვაჭრობის ისტორიული მიმოხილვა, ტრეფიკინგის მნიშვნელობა, ბავშვთა კომერციული სექსუალური ექსპლუატაციის დახასიათება, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შიდა და საერთაშორისოსამართლებრივი საშუალებები, ამასთან, კონკრეტულადაა განხილული ბავშვთა ტრეფიკინგის ისეთი ქვესაკითხები, როგორებიცაა: ბავშვთა კომერციული ექსპლუატაციის შინაარსი და სახეები, მათ შორის, არასრულწლოვანთა პროსტიტუცია, არასრულწლოვანთა პორნოგრაფია, არასრულწლოვანთა ყიდვა-გაყიდვა, არასრულწლოვანთა სექს-ტურიზმი, ის მავნე ტრადიციები, რაც მცირე ასაკში ქორწინებას გულისხმობს და შინაარსით მეტწილად სწორედ ამგვარი დანაშაულის შემადგებლობას ემთხვევაა. ამდენად, სტატია მოიცავს ყველა მწვავე საკითხს, რაც ბავშვთა ტრეფიკინგს უკავშირდება და ამ ინფორმაციებისა და ანალიზის გაცნობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინტერესების მკითხველისთვის, რადგან ინფორმირებულობა, როგორც წესი, პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -ბავშვთა კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია. კონკურსანტებს ვუსურვებთ წარმატებებს!