პოლიცია საზოგადოების სამსახურში1748 2015.01.26
პოლიცია საზოგადოების სამსახურში
ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოს თავის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის გამართული სისტემა უნდა ჰქონდეს. ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი სტრუქტურა, როგორც წესი, პოლიციაა, რომელიც მოვალეა, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება დანაშაულის ფაქტზე და, ამგვარად, იყოს საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტი, რაც ამ საზოგადოების უმთავრესი ინტერესია. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის მიერ გამოცხადებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის, გოგა ხატიაშვილის, მორიგი სტატია - "საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები" - ეხება იმ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია პოლიციის, როგორც სახელმწიფო ორგანოს მოვალეობებსა და უფლებამოსილებებთან. ნაშრომში განხილულია მთავარი თემის შემდეგი ქვესაკითხები: პოლიციის როლი საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა, პოლიციის ორგანიზაციული ტრანსფორმაცია, ასევე, პოლიციის საქმიანობის კონკრეტული პრინციპები და ა.შ. მართალია, ერთი შეხედვით, რიგითი მოქალაქე საკმარის ინფორმაციას ფლობს პოლიციის საქმიანობაზე, მაგრამ აუცილებელია დეტალებში გარკვევა და ამას ადასტურებს დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაც, რის გამოც სტატიის თემის აქტუალურობა ეჭვქვეშ არ დგას და იგი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია ნებისმიერი პროფესიის მკითხველისთვის. სტატია სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და მისი საქმიანობის ძირითადი პრინციპები. ჩვენი საადვოკატო ბიურო კონკურსის მონაწილეებს უსურვებს წარმატებას!