მედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე895 2015.01.27
მედიის გავლენა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე
ჯერ ისევ შეიძლება ითქვას, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში ახლად დანერგილია. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი ნაბიჯი იქნა ამით გადადგმული და, საბოლოოდ, დადებითია თუ უარყოფითი ის შედეგები, რაც იმ რამდენიმე პროცესმა მოიტანა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. თუმცა ფაქტია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არ კარგავს აქტუალურობას და მასთან დაკავშირებული საკითხები მნიშვნელოვნად მიიჩნევა.