მესამე პირების მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში1378 2015.01.28
მესამე პირების მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში
ადმინისტრაციული პროცესის სათანადოდ წარმართვა, ცხადია, დიდი მნიშვნელობისაა, რადგან ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო პირთა პოზიციები უპირისპირდება ერთმანეთს. აუცილებელია მაქსიმალურად იქნეს დაცული პროცესის მხარეთა თუ, ზოგადად, მონაწილეთა უფლებები. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით საინტერესოა, როგორ წესრიგდება მესამე პირთა მონაწილეობის საკითხი? სწორედ მესამე პირების ამგვარ მონაწილეობას ეძღვნება ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მიღებული სტატია - "მესამე პირების მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში". სტატიის ავტორი, ნატი გელოვანი, თავის ნაშრომში განიხილავს შემდეგ საკითხებს: ადმინისტრაციული სამართალწარმოების მონაწილეები, "სუბიექტური საჯაროსამართლებრივი უფლება", ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა მოწვევის მიზნები, მათი შესაბამისი უფლებამოსილებები, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ წარმოებაში მესამე პირთა ურთიერთმიმართება, სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა. ყოველივე ეს მოიცავს სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, კანონმდებლობის საფუძველზე როგორაა დარეგულირებული მესამე პირთა მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში და რა მნიშვნელობა და მიზნები აქვს ამას. ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -მესამე პირების მონაწილეობა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. საადვოკატო ბიურო OK & CG კონკურსის მონაწილეებს უსურვებს წარმატებას!