ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა3429 2012.10.18
ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
განქორწინების შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა პრობლემატურ საკითხად რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მშობლებს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები ეკისრებათ, ისინი თავად განსაზღვრავენ ბავშვის საცხოვრებელ ადგილს და თუ მათ შორის წარმოიშვება დავა აღნიშნულ საკითხზე, ამ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელ ადგილს განსაზღვრავს სასამართლო ერთერთი მშობლის სარჩელის საფუძველზე. სასამართლო დავის გადასაწყვეტად ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. ამ დროს მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს,რომელიც საქმის სასამართლოში განხილვისას ბავშვის ინტერესს წარმოადგენს.