1060
2012.10.18
განქორწინების თავისებურებანი
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ქორწინება წყდება ა) ერთერთი მეუღლის გარდაცვალებით; ბ) კანონით დადგენილი წესით ერთერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; გ)განქორწინებით; განქორწინების საკითხზე რუბრიკის მომზადება ამ თემის აქტუალობამ განაპირობა. განქორწინება ხდება სასამართლოს წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა საერთო არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, ქონებრივი ხასიათის თუ სხვა სახის დავა, სხვა შემთხვევაში განქორწინება ხდებასსიპ სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სააგენტოში. მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ განქორწინება დაუშვებელია რიგ შემთხვევაში, კერძოდ, ქმარს არ აქვს უფლება ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში მოითხოვოს განქორწინება. განქორწინება ამ შემთხვევაში დასაშვები იქნება მხოლოდ ცოლის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. განქორწინება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ერთერთი მეუღლის განცხადებით დასაშვებია შემდეგ შემთხვევაში თუ განქორწინება ხდება იმ პირთან: ა) კანონით დადგენილი წესით აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; ბ) სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო ცნობილია ქმედუუნაროდ; გ) სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 3 წლისა.