არსებითი შეცდომა გარიგებაში - დეფინიცია და კლასიფიკაცია2402 2015.02.18
არსებითი შეცდომა გარიგებაში - დეფინიცია და კლასიფიკაცია
სამოქალაქო სამართალი და მისი ცალკეული ინსტიტუტები არც ისე დიდი ხანია, რაც მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ფუნქციონირებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, რაც სამოქალაქო კოდექსის შექმნით და შემდგომში მისი დახვეწითაა განპირობებული. ზოგადად, სამართლებრივი ინსტიტუტები მუდმივ განვითარებას და ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს. ამისთვის აუცილებელი პირობაა სამეცნიერო მუშაობის გაძლიერება. ერთ-ერთი სამოქალაქო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში საზღვარგარეთის, უფრო ზუსტად კი, ევროპის ქვეყნების სამართლის გავლენით ჩამოყალიბდა, არის შეცდომით დადებული გარიგება. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ ჩვენი საადვოკატო ბიუროს მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მიღებულ სამართლებრივ სტატიას.

კონკურსანტი ნათია კობოსნიძე თავის ნაშრომში, "გარიგებაში დაშვებული არსებითი შეცდომის დეფინიციისა და კლასიფიკაციის ევროპული მოდელის ასახვა ქართულ სამოქალაქო კოდექსში", შემდეგ საკითხებს განიხილავს: შვეიცარიის კანონი "ვალდებულებათა შესახებ" - რეცეფციის ძირითადი წყარო, შეცდომის დეფინიცია, შეცდომის სახეები, რომლებიც გავლენას ახდენს გარიგების ნამდვილობაზე - შეცდომა გარიგების ტიპსა და შინაარსში, შეცდომა გარიგების საფუძველსა და მოტივში, შეცდომა კონტრაჰენტის პიროვნებაში, შეცდომა უფლებაში. ამდენად, ნაშრომი მოიცავს ყველა იმ საკითხის ანალიზს, რასაც სტატიის სათაური მოიაზრებს.

ნაშრომი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -გარიგებაში დაშვებული არსებითი შეცდომის დეფინიციისა და კლასიფიკაცია.