875
2012.10.18
პარლამენტის ბიუროს სხდომა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე
2012 წლის 23 აპრილის გაიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 2012 წლის 27 აპრილამდე გასტანს. მესამე მოსმენით კენჭი ეყრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს, კერძოდ, საუბარია სსკ-ს 55-ე მუხლზე. კანონპროექტის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსიდან შეიძლება ამოღებულ იქნესაღნიშნული მუხლი, რომელიც არეგულირებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო გარიგების ბათილობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე მესამე მოსმენით კენჭი ეყრება :
საქართველოს კანონის პროექტს “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (კანონპროექტის თანახმად, აკრძალულია დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და სხვა საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სადაზღვევო ბაზარზე კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას, უპირატესობების მიცემას ან მიღებას მზღვეველის (მზღვეველების) მიერ სხვა მზღვეველის (მზღვეველების) მიმართ)
საქართველოს კანონის პროექტს “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” . (კანონპროექტის თანახმად, საბანკო საქმიანობაში კონკურენციის პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი.)
საქართველოს კანონის პროექტს “საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. (კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის ფუნქცია აღარ იქნება საქართველოს ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციისა და მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აღკვეთის ღონისძიებების ხელშეწყობა)
საქართველოს კანონის პროექტს “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. (კანონპროექტი ითვალისწინებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან“ 195–ე მუხლის ამოღებას, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მონოპოლიური საქმიანობისათვის და კონკურენციის შეზღუდვისათვის)
გარდა აღნიშნულისა, 2012 წლის 23-27 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყრება სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც, რომელთა სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილით საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდის შემდეგ მისამართზე: http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=57