რას ხატავენ ცნობილი დამნაშავეები?1214 2015.03.05
რას ხატავენ ცნობილი დამნაშავეები?
როცა საუბარია დამნაშავეზე, საზოგადოება ხშირად ცდილობს გამოკვეთოს მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და იმსჯელოს მის პიროვნულ თვისებებზე და იმაზე, რამ აიძულა ესა თუ ის პირი, გამხდარიყო დამნაშავე. ასეთი მსჯელობები სისხლის სამართლით დაინტერესებულ იურისტებს შორის განსაკუთრებით ხშირია. მოგეხსენებათ, იქამდე, ვიდრე დამნაშავე გამოვლენილი და გასამართლებულია, უდიდესი მნიშვნელობისაა ის ფსიქოლოგიური დასკვნები, რომლებიც საშუალებას იძლევა დანაშაულის ჩამდენის შემდგომი ნაბიჯების წინასწარ პროგნოზირება მოხდეს.