საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩიეს846 2015.03.23
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძე აირჩიეს
2015 წლის  20 მარტს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე 88 ხმით ერთხმად აირჩია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით აირჩია. საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ პირველად იქნა არჩეული ქალი. ნინო გვენეტაძე  უზენაესი სასამართლოს ოცდამეერთე  თავმჯდომარეა. საადვოკატო ბიურო OK & CG ულოცავს ქალბატონ ნინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არჩევას და უსურვებს აქტიურ და წარმატებულ საქმიანობას, რათა უფრო განვითარდეს და გაუმჯობესდეს მართლმსაჯულების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. წყარო