საქორწინო კონტრაქტი ისლამურ ქვეყნებში986 2015.04.01
საქორწინო კონტრაქტი ისლამურ ქვეყნებში
იმის ფონზე, რომ ევროპულ ქვეყნებსა და ამერიკაში ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულია საქორწინო კონტრაქტის დადება, საინტერესოა, რა ხდება ამ კუთხით აზიურ და აფრიკულ ქვეყნებში? საქორწინო კონტრაქტის დადების შესაძლებლობას აქტიურად იყენებენ ცნობილი წყვილებიც ჰოლივუდიდან. ყველაზე გავრცელებული პუნქტი ამ კონტრაქტებისა, როგორც წესი, შეეხება მეუღლისთვის ღალატის შემთხვევაში გადასახდელ ჯარიმას. რაც შეეხება ისლამურ ქვეყნებს, ცოტა რთულად წარმოსადგენია, ქორწინების საუკუნოვანი ტრადიციების პარალელურად, როგორ ეთვისება ეს ინსტიტუტი იქაურ ოჯახურ ყოველდღიურობას?