სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობები დაუშვა განსახილველად და საქმე გადასინჯა სრული მოცულობით, რასაც მოჰყვა საქმეზე ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა (ექსპერტების დაკითხვა), რომელთაც შემხებლობა არ ჰქონიათ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის გადასინჯვის საფუძველთან - ახალ გარემოებასთან. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულთა საჩივრები არ დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით.
საკასაციო პალატამ განმარტა:ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვისას განაჩენი უნდა გადაისინჯოს ახლად გამოვლენილი გარემოების ფარგლებში, ახალი მოცემულობისა და საქმეში არსებული დანარჩენი მტკიცებულებების ურთიერთქმედების კონტექსტში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, თუ რა სახის გავლენა მოახდინა ახალმა გარემოებამ (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენს, არასწორი მონაცემი გამოვლინდა) წინაგანმხილველი სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ანუ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ნაწილის მხედველობაში მიუღებლად უნდა შეეფასებინა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა საკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ახალი მტკიცებულებებიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაშვებულიყო და გამოკვლეულიყო მხოლოდ ახლად გამოვლენილი გარემოების კონტექსტში.
საკასაციო პალატის 2015 წლის 13 მარტის განაჩენით გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.წყარო
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა