ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მატარებელია ყველა ადამიანი განურჩევლად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის,ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური მსოფმხედველობის, რელიგიის, სოციალური სტატუსის, ქონების და სხვა მდგომარეობისა. ყველა ადამიანი თანასწორიაკანონის წინაშე. ხაზი ესმება რამდენიმე ძირეულ პრინციპს. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება; არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში, ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში; არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამებაან სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი, დამაცირებელი მობყრობა და სასჯელი. აქვე აღინიშნება უდანაშაულობის პრეზუმცია. ადამიანს უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დანტკიცდება. მისი საქმე უნდა განიხილოს მიუკერძოვებელმა, კანონის საფუძველზე მოქმედმა სასამართლომ. საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად აღიარებს 1948 წლის დეკლარაციის და ადამიანის ულებათა სხვა საყოველთაო და ზოგად პრინციპებს. საქართველოს პარლამენტმა დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა 1991 წლის 15 სექტემბერს.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა