ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია3061 2012.10.18
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია 1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლიამ. მან მოიცვა ადამიანის უფლების ფუნდამენტური პრინციპები და გარკვეულწილად ამ თემაზე შემდეგ შექმნილი დეკლარაციების საძირკვლადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული. დეკლარაცია შედგება 30 მუხლისგან, თუმცა მიუხედავად მოცულობის სიმცირისა იგი გვევლინება ადამიანის ყველა ძირითადი უფლებისა და თავისუფლებას აერთიანებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. ეს უფლება წარმოადგენს ერთგვარ საწყის დებულებას.

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მატარებელია ყველა ადამიანი განურჩევლად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, ენის,ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური მსოფმხედველობის, რელიგიის, სოციალური სტატუსის, ქონების და სხვა მდგომარეობისა. ყველა ადამიანი თანასწორიაკანონის წინაშე. ხაზი ესმება რამდენიმე ძირეულ პრინციპს. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება; არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში, ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში; არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამებაან სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი, დამაცირებელი მობყრობა და სასჯელი. აქვე აღინიშნება უდანაშაულობის პრეზუმცია. ადამიანს უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დანაშაული არ დანტკიცდება. მისი საქმე უნდა განიხილოს მიუკერძოვებელმა, კანონის საფუძველზე მოქმედმა სასამართლომ. საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად აღიარებს 1948 წლის დეკლარაციის და ადამიანის ულებათა სხვა საყოველთაო და ზოგად პრინციპებს. საქართველოს პარლამენტმა დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა 1991 წლის 15 სექტემბერს.