ვაკანსია საადვოკატო ბიუროში!1747 2015.09.12
ვაკანსია საადვოკატო ბიუროში!
საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: კვალიფიკაცია - სასურველია, თუ კანდიდატს ექნება იურიდიული განათლება ან იქნება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი; - კანდიდატს უნდა ჰქონდეს ელექტრონულ რესურსებთან (Google-ის პროდუქტები, Facebook, Linkedin და სხვა სოც.ქსელები) მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები: - კომუნკაბელურობა; - დეტალებზე ორიენტირება; - პასუხისმგებლიანობა; - სიახლეების იოლად ათვისების უნარი; - ნოვატორულობა; - კარგი წერითი უნარები. სამუშაოს მოკლე აღწერა: სოციალური მედიის მენეჯერის პოზიცია გულისხმობს საადვოკატო ბიუროს სხვადასხვა ელექტრონული საკომუნიკაციო რესურსების მართვას, ასევე, ბლოგ-პოსტების განთავსებას სხვადასხვა სამართლებრივ თემასა თუ ბიუროს აქტივობებზე. ანაზღაურება - შეთანხმებით. გრაფიკი - სრული. CV-ის გამოგზავნის ვადა - 2015 წლის 1-ლ ოქტომბრამდე. დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV (რეზიუმე) ჩვენი ელ.ფოსტის მისამართზე - info@myadvokat.ge სათაურის ველში მიუთითეთ სიტყვა "ვაკანსია". რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება. გისურვებთ წარმატებას!