გილოცავთ ქუთაისობას!!!1895 2012.10.18
გილოცავთ ქუთაისობას!!!
2 მაისი ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი დღეა,2 მაისს ქალაქი ქუთაისობას აღნიშნავს. ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოდიან ქუთაისელი ჩოხოსნები და პატარებთან ერთად და გამვლელებს ულოცავენ ქუთისობას. ქალაქ ქუთაისის მერიაში საზღვარგარეთიდან ჩამოდიან სტუმრები სპეციალურად ამ დღეზე და ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რათა ქუთისის წარმომადგენლებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში.ქალაქ ქუთაისის საღორიის ტყე-პარკში იმართება სხვადსხვა სახის ღონისძიებები, იმერეთის 11 რეგიონიდან ჩამოდიან მუნიციპალიტეტების მიერ შერჩეული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები და მართავენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს.

ქალაქ ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში, კულტურის სამსახურის პროგრამის გათვალისწინებით იმართება სპეკტაკლები და სიმფონიური ორკესტრის შემოქმედებითი საღამო. ტრადიცია არ დარღვეულა 2012 წელსაც, წელს ქალაქი განსაკუთრებულად აღნიშნავს 2 მაისს და ყველა მსურველს ეპატიჟება სხვადასხვა გასართობ თუ შემოქმედებით ღონისძიებაზე. ჩვენი საადვოკატო ბიურო ყველა ქუთაისელს ულოცავს ქუთაისობას და უსურვებს წინსვლას, ბედნიერებას და აღმშენებლობას!!!