სტაჟიორთა მიღება დაიწყო829 2015.10.02
სტაჟიორთა მიღება დაიწყო
დღეს 2 ოქტომბერს დაიწყო გამოცხადებული პროგრამის მონაწილეების შერჩევა მოგეხსენაბათ ვინც ადევნებდა თვალს გამოცხადებულ პროგრამას, შერჩევა ხდება ორ ეტაპად_რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე. დღეს გასაუბრებაზე დავიბარეთ ყველა მონაწილე ვინც გაიარა პირველი ეტაპი. ჩვენი საადვოკატო ბიურო OK&CG იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს ორი ტიპის პროგრამას სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და თეორიული კვალიფიკაციის შესაძენად.

სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ბიუროში ინტენსიურ პრაქტიკულ საქმიანობას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. გასაუბრების შედეგად შერჩეული მონაწილეები გაივლიან ერთწლიან სტაჟირებას,რაც საჭიროა შემდეგში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის და საადვოკატო საქმინობის განხორციელების უფლების დამადასტირებელი მოწმობის მისაღებად. პრაქტიკული კურსის გავლის შესაძლებლობა აქვთ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის ან მაგისტრატურის/დოქტორატურის სტუდენტებს. 3 თვის განმავლობაში ,შერჩეული მონაწილეები , გაივლიან როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კურსს. გამოცხადებული პროგრამების ფარგლებში ყველა შერჩეული მონაწილე შეისწავლის საქმის დაგეგმვის ეტაპებს,იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის სპეციფიკას,ახალი დოკუმენტების შედგენას,ასევე მათ საშუალება ეძლევათ, ადვოკატების მეთვალყურებით დაიცვან მარწმუნებლის ინტერესები,როგორც სასამართლო პროცესებზე ,ასევე სახელმწიფო ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში.

გახსოვდეთ,რომ წარმატება ერთობაშია,მიიღეთ მონაწილეობა, გახდით საუკეთესო და დასაქმდით ჩვენს ბიუროში. ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას,პროფესიულ განვითარებასა და წინსვლას. ასევე გვინდა გაცნობოთ შემდეგი საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლოწლისგანრიგი ბევრს არჰქონდათ დაგეგმილი ,მონაწილეობის სურვილი კი ბევრმა ახლა გამოთქვა, გახანგრძლივდა აღნიშნული პროგრამისვადები და ყველა დაინტერესებულ პირს 7 ოქტომბრამდე შეუძლია გამოაგზავნოს რეზიუმე (CV) მისამართზე info@myadvokat.ge გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ – “სტაჟირება” ან “პრაქტიკული კურსი”, სასურველი პროგრამის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: T – 247 67 67; 2 47 87 87;