ნოვაცია – სასამართლოს მეგობარი2251 2012.10.18
ნოვაცია – სასამართლოს მეგობარი
ყველსთვის ცნობილია, რომ ქართული კანონმდებლობა ნელ–ნელა გადადის ევროპულ სტანდარტებზე და ამკვიდრებს ახალ, საინტერესო ნოვაციებს. ერთ–ერთი ასეთი სიახლეა „სასამართლოს მეგობარი“ რომელიც აქტიურად მკვიდრდება საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში. ეს ინსტიტუტი იურიდიულ საზოგადოებაში ცნობილია ლათინური ტერმინით Amicus Curiae. „სასამართლოს მეგობარი“ საქართველოს კანონმდებლობაში შემოვიდა 2009 წელის, საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა განმარტავს, რომ სასამართლოს მეგობარიარის დაინტერესებული პირი, რომელიც საქმეში არ ფიგურირებს როგორც მხარე. იგი უფლებამოსილია საქმის არსებით განხილვამდე 5 დღით ადრე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება საქმესთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნება გადახრილი არც ერთი მხარის ინტერესებისკენ. აღნიშნული წერილობითი მოსაზრება უნდა მოიცავდეს არაუმეტეს 30 გვერდს. უნდა მომზადდეს 3 ეგზემპლარად. თითო–თითო გადაეცემათ მხარეებს ხოლო ერთი რჩება მოსამართლეს. მოსამართლე უფლებამოსილია არ გაიზიაროს წერილობით მოსაზრებაში წარმოდგენილი არგუმენტები. ასევე უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში გამოიძახოს მოსაზრების ავტორი (მისივე წინასწარი თანხმობით) საქმის არსებით განხილვაზე, ზეპირი განმარტების მისაცემად. როგორც ცნობილია, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი პირველად ამერიკაში დამკვიდრდა და დღემდე მოქმედებს. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი, რომლებიც თავიანთ მოსაზრებებს წარუდგენდნენ სასამართლოს. „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტის დამკვიდრება ხელს უწყობს ხალხის ჩართულობას სასამართლო განხილვის პროცესში. ამით კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება პროცესი და გადაწყვეტლების ხარისხიც მაღლდება საზოგადოების თვალში.