კანონიერი საგამოძიებო პროცესი982 2012.10.18
კანონიერი საგამოძიებო პროცესი
როგორც სამართლის ყველა სხვა დარგში, სისხლის სამართალშიც უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოძიების სამართლიანად და კანონის ყველა წესის დაცვით ჩატარებას. აქ ყურადღება ექცევა უმცირეს დეტალებსაც კი. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისას პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაიწყონ საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული მოქმედებების ჩატარების შესახებ 3 დღის ვადაში უნდა ეცნობოს იმ პირს, რომელმაც განაცხადა დანაშაულის შესახებ. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც ზეპირად, ასევე წერილობითი ფორმით და ანონიმურად. ზეპირი განცხადების შესახებ დგება სპეციალური ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.

პროკურორი ვალდებულია დაიცვას გამოძიების შინაარსი გამჟღავნებისგან. აქედან გამომდინარე, პირი, რომლისთვისაც ცნობილია გამოძიების დეტალები ვალდებულია შეინახოს საიდუმლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დადგეს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს კანონი მიღებულია საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პროცესში არ მოხდეს მასში მონაწილე და არამონაწილე პირთა უფლებების ხელყოფა. აქ პირველ რიგში იგულისხმება უდანაშაულობის პრეზუმფცია. გამოძიება მიმდინარეობს გონივრულ ვადებში. მხარეებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლებება–მოვალეობები. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩაატარონ პროკურორის მონაწილეობის გარეშე, თუ ის ამას მოითხოვს. პროკურორი უფლებამოსილია დაცვის მხარის თანხმობით დაესწროს დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას. მიმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს დანაშაულის გამოვლინების შემთხვევაში და ითანამშრომლეთ გამოძიებასთან. თქვენი თანადგომა მნიშვნელოვნად დაეხმარება და წინ წაწევს დამნაშავის გამოვლენას, დასჯას და სამართლიანობის ღდგენას.