საიდან იწყება ადამიანთა სისასტიკე?2691 2015.11.16
საიდან იწყება ადამიანთა სისასტიკე?
ადამიანები თავდაუზოგავად ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად, მაგრამ ხანდახან გვავიწყდება, რომ ჩვენ გვერდით მცხოვრებ ოთხფეხა მეგობრებსაც ესაჭიროებათ დაცვა და მზრუნველობა.

ჩვენ გაგვაჩნია დაბადებიდანვე თანდაყოლილი უფლებები, რომლებსაც ვერავინ წაგვართმევს. მაგალითად: სიცოცხლის უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, პიროვნული დამოუკიდებლობის უფლება... რა თქმა უნდა, ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ იშვიათად თუ აღვნიშნავთ, რომ ცხოველებსაც გააჩნიათ თავიანთი უფლებები და თავისუფლებები. ცივილიზაციის განვითარების მიუხედავად, 21-ე საუკუნის მსოფლიოში შეიძლება ცხოველებთან მოპყრობის უსასტიკესი მაგალითებს წავაწყდეთ. ადამიანებს გვჭირდება მათი ტყავი აქსესუარებით თავის მოსაწონებლად, ბეწვეული სამოსის შესაკერად. არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ ცირკი, სადაც ცხოველებს წამებისა და ძალადობის გზით აიძულებენ სხვადასხვა მოძრობების გაკეთებას მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შთაბეჭდილებებით დავბრუნდეთ სახლში და რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთოს მფლობელმა.

ცხოველების დაცვა, ისევე როგორც ყველა განვითარებად ქვეყანში, სართველოშიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობაში განსაკუთრებით აგრესიას იწვევენ ე.წ მაწანწალა ძაღლები. პრობლემის მოგვარების გზას უმრავლესობა ცხოველთა თავშესაფრების აშენებაში ხედავს. მაგრამ ის არ ესმით, რომ თავშესაფრებში ცხოველებს ჩაუტარდებათ მხოლოდ ვაქცინაცია-სტერილიზაცია, შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდებიან მიკედლებულ ადგილებს. განვითარებულ ქვეყნებში თქვენ ვერსად ნახავთ უსახლკარო ცხოველებს. როგორ მოაგვარეს ეს პრობლემა? ცხოველები პირდაპირ ქუჩიდან წაიყვანეს და მათზე ზრუნვა პირად პასუხისმგებლობაზე აიღეს. დღეისათვის თბილისში სულ 4 თავშესაფარია, მაგრამ კერძო და მათი ფუნქციონირება მთლიანად შემოწირულობაზეა დამოკიდებული.

უცხოთში, მსგავს თავშესაფრებში წელიწადში თითო ძაღლზე მოსახლეობისგან დაახლოებით 100 000 ევრო შედის, ხოლო საქართველოში მაქსიმუმ 10 ლარი. როდესაც თავშესაფრების ბიუჯეტში თანხა იწურება, მომვლელები იძულებულნი არიან ცხოველები რესტორნის საკვების ნარჩენებით გამოკვებონ. როგორ აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა ამ პრობლემებს? სამწუხაროდ საერთაშორისო კონვენციები არ არის რატიფიცირებული და მაგალითისთვის მხოლოდ შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, რომლის თანახმადაც: 1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 2.იგივე ქმედება, ჩადენილი: (ა)ჯგუფურად; (ბ)არაერთგზის; (გ)მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით ორ წლამდე.” ეს უფლებები არ ეხება ფერმებში, საექსპერიმენტო ლაბორტორიებში, გასართობ სანახაობებზე არსებულ სიტუაციებს. ამიტომაც ცხოველთა უფლებების აქტივისტები მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ შეცვალონ არსებული კანონები ცხოველთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და თავისუფლების დაცვის მიზნით.