კანონმდებლობა თამბაქოს მოსაწევ ადგილებს არეგულირებს!!!!1074 2012.10.18
კანონმდებლობა თამბაქოს მოსაწევ ადგილებს არეგულირებს!!!!
სიგარეტის მავნებლობასა და მისი მოწევით გამოწვეულ შედეგებზე დღეს უკვე იმდენი ინფორმაცია არსებობს რომ ძნელია რაიმე ახლის თქმა. ყოველდღიურად ამ თემაზე იწერება უამრავი სტატია თუ სატელევიზიო გადაცემა. „მოწევა კლავს“ – ამ წარწერას სიგარეტის ყველა კოლოფზე წააწყდებით, თუმცა ესეც უშედეგოდ. ალბათ უნდა ვაგიაროთ რომ ანტირეკლამა ყველაზე კარგი პიარია. შეიძლება დღევანდელმა ჩემმა თემამ ასევე დადებითად იმოქმედოს თამბაქოს პოპულარიზაციაზე, თუმცა ესმხოლოდ ზღვაში წვეთია. მთავარი ის არის რომ უკლებლივ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს კანონი ისეთივე პრინციპულია, როგორც ადამიანების კანონის წინაშე თანასწორობა. თამბაქოს მოხმარება თავისუფალი ისევე, როგორც მისი მოხმარებისგან თავის შეკავება.