864
2015.12.01
კოცნა 2 მილიონ დოლარად
სასამართლოებს ზოგჯერ მეტად უცნაურ საკითხებზე უწევთ მსჯელობა. საფრანგეთის ქალაქ ავინიონში მეტად უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა.
მოსამართლემ განიხილა კამბოჯური წარმოშობის ელ რინდეს საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა ცნობილი ამერიკელი მხატვრის სუ ტუამბლის ნახატების მიმართ გამოვლენილ ,,სისასტიკეში“. საქმე იმაშია, რომ მხატვრის ოსტატობით აღფრთოვანებულმა (თავადაც ხელოვანმა) ელმა თავი ვეღარ შეიკავა და ნახატს წითელი პომადწასმული ტუჩებით აკოცა. თითქოს ცუდი არაფერია დაუშავებია, მაგრამ ნახატის მფლობელი ივონ ლემბერტი ელისგან ითხოვდა 2000000 დოლარს ზარალის ასანაზღაურებლად და რესტავრაციისთვის საჭირო თანხას - 33400 ევროს.
სასამართლო პროცესი მეტად საინტერესოდ წარიმართა. განსასჯელი აცხადებდა, რომ ნახატის დანახვისთანავე ის ,,ვნებამ მოიცვა“ და თავის შეკავება ვეღარ შეძლო. მისი ადვოკატის განცხადებით, ამბორი სიყვარულის გამოვლინება იყო, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი კი ნანობდა საქციელს. დაზარალებულის ადვოკატმა განმარტა, რომ სიყვარულში ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. სასამართლოს კი განაჩენი დღემდე არ გამოუტანია.