ტრეფიკინგი — ვაჭრობა, რომელსაც კანონი კრძალავს2504 2012.10.18
ტრეფიკინგი — ვაჭრობა, რომელსაც კანონი კრძალავს
ტრეფიკინგი არის მონობის თანამედროვე ფორმა, რომელიც გამოიხატება სექსუალური და შრომითი ექსპლუატაციით. ტრეფიკინგის მსხვერპლი უმარტივესი განმატებით არის ადამიანი, რომელიც გადაჰყავთ ერთი ქვეყნიდან მეორეში ან ქვეყნის შიგნით მონობის ან დამონების მიზნით. ეს დანაშაული მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოიცავს ბევრ კანონდარღვევას, მათ შორისააადამიანის უფლებების შეზღუდვა, გაუპატიურება, წამება. ტრეფიკინგი არღვევს ადამიანების თავისუფლების უსაფრთხოებას, რადგან პირი ამ დროს იმყოფბა არაადამიანური მონობის პროცესში.ტრეფიკინგთან ბრძოლა მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. დღესდღეობით არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ სპეციალურ ღონისძიბებს ატარებენ.