ბუნება – მასაც აქვს უფლებები4037 2012.10.18
ბუნება – მასაც აქვს უფლებები
ოცდამეერთე საუკუნეში ტექნოლოგიური მიღწევები უკვე იმდენად არის განვითარებული რომ ადამიანს თითქმის ყველანაირი კომფორტის შექმნა შეუძლია. მისი შესაძლებლობები განუსაზღვრელია, უფლებები – დაცული. თუმცა ის მაინც დიდი ბუნების უმცირეს ნაწილს წარმოადგენს. იმ მოაზროვნე ნაწილს, რომელიც თავისი აზროვნებით შემუშავებული კომფორტის შესაქმნელად უდიდეს, სასიკვდილო ზიანს აყენებს ბუნებას. მიუხედავად იმ უამრავი დადგენილებისა, რომელიც მსოფლიომ შეიმუშავა გარემოს დასაცავად, მისმა განადგურებამ უკვე მაშტაბური სახე მიიღო. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგანან ცხოველები. მასიურად მიმდიანარეობს მათი ხოცვა–განადგურება.