ერთად – ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ2276 2012.10.18
ერთად – ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ
ოჯახური ძალადობა ერთ–ერთი ყველაზე ყბადაღებული თემაა დღევანდელ რეალობაში. ეს სამწუხარო ფაქტი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემაა. მსგავსი ძალადობა ითვლება გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად. სტატისტიკურად, ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არიან ძირითადად ქალები, ბავშვები და რიგ შემთხვევებში მოხუცებიც. ძალადობა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური და სექსუალური.

ძალადობის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ გახდეს, მათ შორის მოძალდის არამდგრადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. იმის უარყოფაც არ შეიძლება რომ ზოგჯერ მოძალადე შეიძლება პროვოცირებულიც კი იყოს მსხვერპლისგან. მძიმე სოციალური გარემოც მნიშვნელოვნად მოქმედებს მოძალადეთა ფსიქიკაზე და უფრო აგრესიულს ხდის მათ. ნარკომანები და ალკოჰოლიკებიც ხშურად მიმართავენ ძალადობას. მიზეზი და მიზანი ბევრი შეიძლება იყოს და ამის დეტალურიჩამოთვლა და აღწერა შეუძლებელია. მთავარია ვიპოვოთ მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის საშუალებები. საქართველოში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებს იცავს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით, მათი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, დაცვა და რეაბილიტაცია. კანონის მიზანია ასევე მოძალადეთა რეაბილიტაცია და დანაშაულის შემცირების უზრუნველყოფა.

კანონის მიხედვით,

ფიზიკური ძალადობაგაშიფრულია როგორც ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯავს;

ფსიქოლოგიური ძალადობაარის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვებს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;

იძულებაარის ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, როლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება.

სექსუალური ძალადობაარის სექსუალური კავშირი მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით (როგორც სრულწლოვნის ასევე არასრულწლოვნის მიმართ);

ეკონომიკური ძალადობაარის ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთარებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას. ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად გამოიყენება როგორც სისხლის, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმები.

სისხლის სამართალი გამოიყენება ოჯახში ძალადობის იმ ფაქტის შემთხვევაში, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. სამოქალაქო სამართალი გამოიყენება მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ–სამართლებრივ მექანიზმს, ის გამოიყენება შემაკავებელი/დამცავი ორდერის გამოცემის სახით, აგრეთვე მაშინ, თუ სამართალდარღვევა თავისი ხასიათით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბალისად, არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და მისი აღკვეთა შესაძლებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმების გამოყენებით. ოჯახში ძალადობის ფაქტის შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. პოლიციას არ აქვს უფლება, ოჯახში ძალადობის შემთხვევა მიიჩნიოს ნაკლებმნიშვნელოვნად, ძალადობის სხვა შემთხვევებთაბ შედარებით. პოლიციამ განცალკევებულად უნდა გამოიკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის ბავშვი, რა წერილობით უნდა დააფიქსიროს. მსვერპლს უნდა მიეწოდოს ყველანაირი ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ.

გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. საჭიროების შემთხვევაში მსხვერპლი უნდა გადაიყვანონ სპეციალურ თავშესაფარში. მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს იმ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია მოძალადის ფსიქოლოგიურ–სოციალურ დახმარებასა და გაჯანსაღებისკენ, ცალკეული მავნე ჩვევებისგან, როგორიცაა ალკოჰოლიზმი, ნარკომანია ან ისეთო ფსიქოლოგიური დაავადება რომელიც არ გამორიცხავს შერაცხადობას. როგორც დავინახეთ, კანონი იცავს დაზარალებულს. ასევე ხელს უწყობს მოძალადის რეაბილიტაციას. სახელმწოფო გამოდის ოჯახის ინტერესებიდან, რათა შესაძლებლობის შემთხვევაში აღდგეს ჰარმონია და სტაბილური ურთიერთობები.

თუმცა კანონი ვერ იმოქმედებს თქვენი აქტიურობის და მონაწილეობის გარეშე. მოითხოვეთ საკუთარი უფლებების დაცვა და დაიცავით სხვისი. პირველი ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის ძნელია, თუმცა უმოქმედობა თქვენივე ინტერების წინააღმდეგ მოქმედებს. გადადგით ნაბიჯი და მოითხოვეთ სამართლის აღსრულება. გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას.