4962
2015.12.21
ახდენს თუ არა კრიმინალისტიკა გავლენას დანაშაულის პრევენციაზე?!
კრიმინალისტიკა- არის სპეციალური იურიდიული მეცნიერება, რომელიც საპროცესო კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში სწავლობს კვალთა და სხვა მტკიცებულებათა ეფექტური აღმოჩენის, ფიქსირების,გამოკვლევისა და გამოყენების კანონზომიერებას, ასევე იმ ტაქტიკურ ხერხებსა და ცალკეული დანაშაულის გამოძიების მეთოდიკას , რომელიც საჭიროა გამოძიების გასახსნელად. კრიმინალისტიკა, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერება , ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს. მისი ფუძემდებელია ავსტრიელი კრიმინალისტი ჰანს გროსი. თუმცა სანამ ჰანსი კრიმინალისტიკას საფუძველს ჩაუყრიდა იქამდე არსებობდა კრიმინალისტიკური მეცნიერება. მაგალითად: პიროვნების იდენთიფიკაცია თითის ანაბეჭდის მიხედვით (დაქტილოსკოპია), ხელნაწერების გამოკვლევა პიროვნების დადგენის მიზნით, გამოიყენებოდა პიროვნების იდენთიფიკაცია გარეგნობის მიხედვით (სიტყვიერი პორტრეტი) და სხვა. ჰანს გროსის, როგორც კრიმინალისტიკური მეცნიერების ფუძემდებლის დამსახურებაა, რომ მან სისტემაში მოიყვანა ყოველივე, რაც უკვე არსებობდა. მაშასდამე ტერმინი „კრიმინალისტიკა“ ლათინური სიტყვაა და „Criminals” ნიშნავს დანაშაულს.
ე.ი ეს არის მეცნიერება , რომელიც მოწოდებულია „დამნაშავეობის „ წინააღმდეგ საბრძოლველად. კრინალისტიკის როგორც მეცნიერების ამოცანაა ე.წ „ მუნჯი კვალის ამოქმედება“ ; საქმეზე მტკიცებულებების მოპოვება, დანაშაულის პრევენცია და რეციდივის პრობლემის გადაწყვეტა. კრიმინალისტიკის ამოცანა გამომდინარეობს და შეესაბამება სისხლის სამართალწარნოების ამოცანებს: დანაშაულის სწრაფი და სრული გახსნა, დამნაშავეთა მხილება და კანონის სწორი გამოყენების უზრუნველყოფა, რათა თითოეული დამნაშავე სამართლიანად დაისაჯოს და არც ერთი უდანაშაულო არ იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. კრიმინალისტიკის სისტემა შედგება 4 ნაწილისგან: 1.კრიმინალისტიკის მეთოდიკა 2.კრიმინალისტიკის ტექნიკა 3.კრიმინალისტიკის ტაქტიკა 4.ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკა. 1) კრიმნალისტიკის მეთოდოლოგია- სწავლობს იმ საერთო და სპეციალურ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება მთლიანად დარგის შესწავლისას.მეთოდოლოგია შეისწავლის საკითხებს შემდეგი მიმართულებით: 1. კრიმინალისტიკის საგანი, სისტემა და ამოცანები. 2.კრიმინალისტიკის ადგილი სხვა მომიჯნავე იურიდიულ დისციპლინაში. 3.გამომძიებლის ურთიერთობა საზოგადოებასთან და დანაშაულის გამოძიების, გახსნის პროცესში. 4. კრიმინალისტიკის იდენთიფიკაცია 5.კრიმინალისტიკის კვლევის ზოგადი და სპეციალური ვერსიების შესახებ, რომელიც ამჟამად ისწავლება კრიმინალისტიკის მესამე ნაწილში კრიმინალისტიკურ ტაქტიკაში. 2)კრიმინინალისტიკური ტექნიკა- კრიმინალისტიკის დარგი, რომელიც იყენებს საერთო და სპეციალური დანაშაულების ტექნიკურ საშუალებებს კვალთა აღმოჩენის ფიქსაციის და გამოკვლევის მიზნით. კრიმინალიტიკური ტექნიკა შეისწავლის შემდეგ საგნებს: 1.სასამართლო ფოტოგრაფია 2.ტრასოლოგია (ტრასოლოგია [ფრანგ. trace კვალი და ბერძ. logos მოძღვრება] - კრიმინალისტიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დამნაშავის მიერ დანაშაულის ადგილზე დატოვებულ კვალს) 3.სასამართლო ბალისტიკა 4. სიტყვიერი პორტრეტი 5.ხელნაწერების გამოკვლევა 6.დოკუმენტების ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევა. 3)კრიმინალისტიკური ტაქტიკა- როგორც კრიმინალისტიკის დამოუკიდებელი განყოფილება , თავდაპირველად ჩამოყალიბდა დამნაშავეთა დაკავებისა და საგამოძიებო მოქმედებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით .საგამოძიებო ტაქტიკის შექმნასა და განვითარებას საფუძვლად უდევს ისეთი მეცნიერებების მიღწევების გამოყენება საგამოძიებო ორგანოთა და სასამართლო მიღწევებში როგორიცაა: ლოგიკა, ფსიქოლოგია,ეთიკა და ამ ორგანოთა პრაქტიკის სისტემური განზოგადება. კრიმინალისტიკური ტაქტიკა ეს არის კრიმინალისტიკის დამოუკიდებელი დარგი, რომელიც იყენებს მეცნიერულად შემუშავებულ და პრაკტიკაში განხორციელებულ ისეთ ტაქტიკურ ხერხებსა და მეთოდებს , რაც გამოიყენება გამომძიებლისა და პროკურორის მიერ კონკრეტული საგამოძიებო სიტუაციის დროს საქმეზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. ტაქტიკა შეისწავლის შემდეგ საკითხებს : 1.ვერსიების აგება და გამოძიების დაგეგმვის ტაქტიკა 2.შემთხევის ადგლის დათვალიერების ტაქტიკა 3.ჩხრეკისა და ამოღების ჩატარების ტაქტიკა 4.ექსპერიმეტის ჩატარების ტაქტიკა. 4) დანაშაულის ცალკეული სახეების გამოძიების მეთოდიკა- კრიმინალისტიკის მეთოდოლოგიაზე, ტექნიკაზე და ტაქტიკაზე დაყრდნობით სწავლობს კონკრეტული დანაშაულის კრიმინალისტიკურ დახასიათებას და მათ გამოძიების გახსნას. ასევე სწავლობს პრობლემებს შემდეგი მიმართულებით: ა)დანაშაულთა ცალკეული სახეების გამოძიების მეთოდიკის ზოგადი დებულებები. ბ) დანაშაულის კრიმინალისტიკური დახასიათება . გ)სხვისი ქონების გატაცების გამოძიების მეთოდიკა. დ) მკველელობის გამოძიეის მეთოდიკა. ე) გაუპატიურების საქმეთა მეთოდიკა . ვ) ქურდობის, ძარცვის და ყაჩარობის გამოძიების მეთოდიკა. ზ) საგზაო-სატრასპორტო შემთხვევის გამოძიება და გახსნა. თ) ხანძრის შემთხვევის გამოძიება და გახსნა... გამოყენებითი ლიტერატურა: 1. კრიმინალისტიკა- ა. ფალიაშვილი, რ. გოგშელიძე გამომცემლობა „მერიდიანი“ 2. .Криминалистика. გამომცემლობა “Юрист” 2010 г.