სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დადგენილების საფუძველზე, გამომძიებელს უფლება აქვს ჩაატაროს ჩხრეკის ოპერაცია, რის დაწყებამდეც გამომძიებელი ვალდებულია სასამართლოს განჩინება/დადგენილება გააცნოს პირს, ვისთანაცტარდება ჩხრეკა. ამ პროცედურის შემდეგ, გამომძიებელი სთავაზობს პირს, გადასცეს ნივთი, დოკუმენტი თუ ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, რის ამოსაღებადაც ტარდება ჩხრეკა, ხოლო უარის მიღების შემთხვევაში საჩირო ნივთის ამოღება მოხდება იძულებით. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩხრეკისას ნაპოვნი საგანი შესაძლებლობის შემთხვევაში ამოღებამდე უნდა წარედგინოს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებს. შემდეგ უნდა დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და ზოგ შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩხრეკის პროცედურაში. იურიდიული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შენობაში ამოღება ან ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მისი ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის დასწრებით. მნიშვნელოვანი პროცედურაა ასევე პირის პირადი ჩხრეკა.
პროკურორს, გამომძიებელს და დაკავების უფლებამოსილებოთ აღჭურვილ სხვა პირს, უფლება აქვთ მოახდინონ ჩხრეკა და ამოიღონ საგანი, რომელიც აღმოჩენილია პირის ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში, სატრანსპორტო საშუალებებში, სხეულზე ან სხეულში. დამკავებელი ასევე უფლებამოსილია განაიარაღოს დაკავებული. თუ პირად ჩხრეკას მოსდევს გაშიშვლება, იგი უნდა ჩაატაროს იმავე სქესის პირმა.
სასამართლო უფლებამოსულია გამოიტანოს განჩინება ჩხრეკის, ამოღების ან/და დაყადაღების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიტყვის, აზრის, სინდისის თავისუფლების, აღმსარებლობის, რწმენის ან გაერთიანების უფლების ხელყოფას. ეს საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა ყველაზე მინიმალურად შემზღუდავი ფორმით. კანონი ცდილობს შექმნას ჰუმანური და ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისი წესები. დაეხმარეთ კანონს იფუნქციონიროს და ითანამშრომლეთ გამოძიებასთან.
როცა კომპანია ბინას დათქმულ ვადაში არ გვაბარებს...
რა არის ქონების გადასახადი და ვის ეკისრება მისი გადახდა?
ვინ არიან კანონით პირველი რიგის მემკვიდრეები?
საჭიროა თუ არა ნოტარიუსის ჩართულობა ბინის შეძენისას?
როგორ იყოფა ქონება განქორწინების შემდეგ?
რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესი
ალიმენტის გადახდისგან თავის არიდება
ოჯახური ძალადობა - როგორია საკანონმდებლო მოწესრიგება?
ანდერძითა და კანონით მემკვიდრეობა