“OK & CG”-ს და ”ELSA”-ს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა931 2012.10.18
“OK & CG”-ს და ”ELSA”-ს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა
04.05.2012 წელს ჩვენს საადვოკატო ბიურო ”OK&CG”-ს (ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი) და ა(ა)იპ ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გაფორმდა. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთ თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იქნება „ელსა საქართველოს სტაჟირებისპროგრამის’’ განხორციელება ასოციაციასა და ბიუროს შორის, რაც გულისხმობს ასოციაციის წევრთა არაანაზღაურებად სტაჟირებას ბიუროში. პროექტი მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განხილვის თავისებურებების და სპეციფიკისადმი დაკვირვებასა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას. საადვოკატო ბიუროსა და ელსა საქართველოს ერთობლივი პროექტი მიზნად სტუდენტებისათვის საადვოკატო საქმიანობის სპეციფიკის და სასამართლოსთან ურთიერთობის თავისებურებების შესწავლას. პროგრამა ასევე მოიცავს სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირების, გაანალიზების და პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მისაღები ნორმატიული საფუძვლების მოძიების, გაანალიზების, მისადაგების უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საადვოკატო ბიურო პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფს ორი სტუდენტისთვის პრაქტიკის გავლას. პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა 3თვით განისაზღვრება. პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.