საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო1579 2012.10.18
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო
საერთაშორისო სასამართლომ მისი კარი გააღო 2002 წლის პირველ ივლისს. სასამართლო განიხილავს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს მთელ მსოფლიოში. I.C.C.-ს (International Criminal Court) იურისდიქცია ვრცელდება ომის დანაშაულზე, დანაშაულზე კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდზე. სასამართლო უფლებამოსილია გაასამართლოს მხოლოდ ინდივიდები, და არა სახელმწიფოები ან მათი არმიები. იგი მოქმედებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად და ჩამოყალიბებულია როგორც მუდმივმოქმედი ინსტიტუტი.