საკონკურსო ნაშრომების მიღება დაწყებულია! იჩქარეთ! 1373 2016.01.06
საკონკურსო ნაშრომების მიღება დაწყებულია! იჩქარეთ!
თუ გსურთ თქვენი ნაშრომი გააცნოთ ფართო საზოგადოებას, მიიღოთ პროფესიონალი იურისტების შეფასება და ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში მოიპოვოთ ფასიანი პრიზები, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა. თუ გსურთ თქვენი ნაშრომი გააცნოთ ფართო საზოგადოებას, მიიღოთ პროფესიონალი იურისტების შეფასება და ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში მოიპოვოთ ფასიანი პრიზები, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა. საადვოკატო ბიურო OK & CG აცხადებს ,,ნაშრომების (ესეების) კონკურსს” იურიდიული (სამართლის) ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. კონკურსის მიზანია სტუდენტებსა და იურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა გამოაქვეყნონ საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე შექმნილი რეფერატები, სტატიები, ესეები, სამეცნიერო ნაშრომები და გააცნონ ისინი ფართო საზოგადოებას. ასევე მოხდეს მათი საქმიანობის წახალისება და სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობა. საადვოკატო ბიურო OK & CG ერთადერთი იურიდიული ფირმაა, რომლის ვებ-გვერდიც www.myadvokat.ge იურიდიული სფეროთი დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს სიახლეებსა და მიმოხილვებს სამართლისა და კანონმდებლობის აქტუალურ თემებზე. ბიუროს მიზანია, ისეთი ელექტრონული სივრცის შექმნა, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს მისთვის საინტერესო საკითხებზე არსებულ კვლევებსა და პუბლიკაციებს საქართველოში მოქმედი სამართლის თეორიებსა თუ პრაქტიკული საკითხებზე. ბიუროს ვებ-გვერდზე უკვე არაერთი სტუდენტური ნაშრომია განთავსებული და თითოეულ მათგანს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა მკითხველის მხრიდან. კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი ნაშრომები აუცილებლად უნდა ეხებოდეს იურიდიულ თემას. ნაშრომების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ნაშრომში დაცული უნდა იყოს აკადემიური სტილი შესაბამისი წესების გათვალისწინებით (მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა, შრიფტის ზომა 12, დაშორება 1,5) კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომები ელ-ფოსტაზე info@myadvokat.ge (ნაშრომს თან უნდა ახლდეს ავტორის საკონტაქტო ელ–ფოსტა და მობილურის ნომერი, ასევე კონკურსანტის ფოტოსურათი, რომლის თანდართვითაც გამოქვეყნდება ნაშრომი. სათაურის ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ,, ნაშრომების (ესეების) კონკუსრი“) კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 იანვარი გამარჯვებულის გამოვლენა: კონკურსანტების ნაშრომები გამოქვეყნდება საადვოკატო ბიუროს ვებ-გვერდ myadvokat.ge-ზე. ნაშრომები გამოქვეყნდება ეტაპობრივად ( თითოეულ ნაშრომს დაეთმობა 3 დღე ) გამარჯვებულები გამოვლინდებიან 3 საპრიზო კატეგორიაში I ადგილი - ნომინაცია ,, მკითხველის სიმპატია“. გამარჯვებულს გამოავლენს ბლოგის მკითხველი. ( ნომინაციაში გამარჯვებულად გამოცხადდება ის კონკურსანტი, რომლის საკონკურსო ნაშრომებიც ყველაზე მეტ კომენტარებს, მოწონებებსა და გაზიარებებს დააგროვებს) პრიზი - ერთწლიანი უფასო სტაჟირება საადვოკატო ბიურო OK & CG-ში II ადგილი - გამარჯვებულად დასახელდება ის კონკურსანტი, რომელიც ყველაზე მეტ ნაშრომს გამოაგზავნის კონკურსის ფარგლებში. პრიზი - ელექტრონული წიგნის წამკითხავი (Kindle) III ადგილი - კონკურსში ჩართვის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საკონკურსო თემის სათაურს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდება მესამე გამარჯვებული. პრიზი - იურიდიული ლიტერატურა შენიშვნა: სხვისი ნაშრომების გამოგზავნის შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ნაშრომის გამომგზავნს და მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.