უცხოეთის ქვეყნების სასამართლო სისტემა1556 2012.10.18
უცხოეთის ქვეყნების სასამართლო სისტემა
დღევანდელ რუბრიკაში გადავწყვიტე გესაუბროთ რამდენიმე ქვეყნის, კერძოდ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის სასამართლო სისტემაზე. თვალი გადავავლოთ, როგორია სამართალწარმოების სპეციფიკა საზღვრებს გარეთ. საფრანგეთი(სასამართლო და მართლმსაჯულება) საფრანგეთის მართლმსაჯულების ძირითადი განმასხვავებელი ელემენტია საკონსტიტუციო და სახელმწიფო საბჭოების დაყოფა. საკონსტიტუციო საბჭო განიხილავს, თუ რამდენად არის კანონმდებლობა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. შეერთებული შტატების საკონსტიტუციო სასამართლოსგან განსხვავებით, საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭო განიხილავს მხოლოდ პარლამენტის, პრემიერ მინისტრის და პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონმდებლობას.