მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი სამოქალაქო სამართალში3571 2012.10.18
მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი სამოქალაქო სამართალში
სამოქალაქო სამართლის საქმეებზე, მაგისტრატი ეწოდება (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულში, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. მაგისტრატი მოსამართლე განიხილავსქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;

უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე. სამოქალაქო საქმეები პირველი ინსტანციით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლეების მიერ განიხილება ერთპიროვნულად. მტკიცებულებათა უზრუნველყოფას სასამართლოში საქმის აღძვრამდე ახდენს იმ რაიონის (ქალაქის) მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა შესრულდეს საპროცესო მოქმედება უზრუნველყოფის მიზნით (მოწმის დაკითხვა, ნივთიერ მტკიცებულებათა დათვალიერება და ა.შ.).