ცივსისხლიანი ტერორისტი – სახეზე ღიმილით1368 2012.10.18
ცივსისხლიანი ტერორისტი – სახეზე ღიმილით
ანდრეს ბრეივიკი, 33 წლის ახალგახრდა, 77 ადამიანის მკვლელი ნორვეგიის ორი, მისივე ორგანიზებული თავდასხმის განმავლობაში – გასამართლდეს. მას შემდეგ რაც გავეცანი ბრიტანული BBC-ს სტატიას აღნიშნულ პიროვნებაზე, გადავწყვიტე რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთავის უკეთ გამეცნო. ბრეივიკი – ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვა „სამართალი“ ფარდობითი ცნება ხდება. ირღვევა ადამიანური სიბრალულის განცდაც და დამნაშავისთვის უმაღლეს სასჯელს ვისურვებთ. ბრეივიკის ტერორისტულმა თავდასხმამ შოკში ჩააგდო ნორვეგია. მისი იდეები შოკისმომგვრელია, განხორციელების გზები კი კიდევ უარესი, თუმცა მანამ, სანამ ბრეივიკი თავის შეხედულებებს გამოააშკარავებდა, მას მეგობრები იცნობდნენ როგორც წყნარ, მეგობრულ და მოწესრიგებულ ადამიანს. შემდეგ კი „მეგობრულმა“ და „მოწესრიგებულმა“ 77 ადამიანი აბსოლიტური სიმშვიდის განცდით მოკლა, და გასაოცარი ის არის რომ ამ სიმშვიდესა და სახეზე ღიმილს ახლაც ჯიუტად ინარჩუნებს. ბრეივიკი დაპატიმრების შემდეგაც კი არ კარგავს თავის, უკვე სავიზიტო ბარათად ქცეულ სიმშვიდეს. მისი მდგომარეობის შესახებ ორმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ განსხვავებული შედეგი აჩვენა. პირველად დაასკვნეს რომ მას პარანოიალური შიზოფრენია ჰქონდა განვითარებული, თუმცა შემდეგმა ექსპერტიზამ საპირისპირო შედეგი აჩვენა და თქვა, რომ ბრეივიკი ფსიქიურად ჯანმრთელია. საზოგადოებაც და სასამართლოც სრულ გაურკვევლობაში იმყოფება. კითხვა შემდგომში მდგომარეობს – ფსიქიატრიული საავადმყოფო თუ მკაცრი რეჟიმის კოლონია. ბრეივიკის საქმეში, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად ფიგურირებს ბრეივიკის დღიური. სასამართლო კლინიკის ექსპერტმა ფსიქოლოგმა, იან სტეფენმა BBC-ს განუცხადა, რომ მას არ წაუკითხავს ბრეივიკის დღიურზე უფრო საშიში დოკუმენტი. ბრეივიკის Twitter–ზე დევს ჯონ სწიუარდ მილის ფრაზა – ერთი ადამიანი, ვისაც აქვს რწმენა, უდრის 100000 ადამიანს, ვისაც გააჩნია მხოლოდ ინტერესი. ბრეივიკი ასევე შვედური ნეო–ნაცისტური ინტერნეტ ფორუმის – ნორდისკის აქტიური მომხმარებელია. ანდრეს ბრეივიკის მიერ, 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე ჩადენილ ტერორისტული თავდასხმის დროს, უამრავ ახალგაზრდასთან ერთად დაიღუპა ქართველი გოგონა – 23 წლის თამთა ლიპარტელიანი. ქართველ ხალხი, მთელ სმსოფლიოსთან ერთად გლოვობს დაღუპულებს. მომხდარიდან მალე ერთი წელი გავა. ბრეივიკი კი ისევ იღიმის და სიმშვიდეს ინარჩუნებს. მისი ბრალდება 21 წლით თავისუფლების ღკვეთას ითვალისწინებს. სუბიექტურ მოსაზრებაზე დაყრდნობით სასჯელი მცირეა, თუმცა ჩვენი ვალია ვენდოთ კანონს, მართლმსაჯულებას და სასამართლოს.

((წყარო: BBC news.http://www.bbc.co.uk/news/world-europe-14259989))