საჩუქარი – სასიამოვნო სიახლე თუ დამატებითი ვალდებულება914 2012.10.18
საჩუქარი – სასიამოვნო სიახლე თუ დამატებითი ვალდებულება
არ შემხვედრია ისეთი ადაიანი, ვისაც არ უყვარს საჩუქრების მიღება. პატარა სუვენირი იქნება თუ ძვირადღირებული ნივთი, ეს უდავოდ სასიამოვნოა. თქვენ გჩუქნიან და თქვენც ჩუქნით, მაგრამ ოდესმე გაგიფორმებიათ ჩუქების ხელშეკრულება? საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით დადგენილი წესით ეს შესაძლებელია და გულისხმობს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში, მისივე თანხმობით. მხედველობაში იქონიეთ, რომ მოძრავ ნივთზე ჩუქებისხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ ნაჩუქარი ნივთი უძრავია, ხელშეკრულება საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება დადებულად.