ცოტა რამ სამკვიდროს დაცვის უფლებაზე852 2012.10.18
ცოტა რამ სამკვიდროს დაცვის უფლებაზე
როგორც მოგეხსენებათ, მემკვიდრეობის მიღებას გააჩნია როგორც სარგებელი, ასევე გარკვეული პრობლემებიც ხშირ შემთხვევაში. თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ მიიღოთ თქვენთვის განკუთვნილი მემკვიდრეობა, და შესაბამის დროს ვერ ახერხებთ იმყოფებოდეს მისი მიღების ადგილას, გაითვალისწინეთ, რომ ადგილზე არმყოფი მემკვიდრეების, საანდერძო დანაკისრის მიმღებთა და საჯარო ინტერესების დასაცავად ნოტარიუსი დაინტერესებული პირების, ანდერძის აღმსრულებლის ან თავისი ინიციატივით იღებს სამკვიდროს დაცვისათვის აუცილებელ ზომებს, რაც გაგრძელდება ყველა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებამდე ან სამკვიდროს მისაღებად დადგენილივადის გასვლამდე. ეს გარემოება დაგეხმარებათ კარგად გააანალიზოთ ყველა დეტალი, მშვიდად მოაგვაროთ საქმე და შემდეგ მიიღოთ თქვენი ქონება.