4736
2012.10.19
დიდი ბრიტანეთი – თანამედროვეობის ნოვატორი ტრადიციული ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი, ეს არის თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის მონარქიული ქვეყნის ნათელი მაგალითი. მისი პოლიტიკური წყობა მკვეთრად განსხვავებულია დანარჩენი მოსფლიოს უდიდესი ნაწილისგან. მაშინ, როდესაც ბრიტანეთს არ გააჩნია დაწერილი კონსტიტუცია, და მის მთავარ კანონს 1215 წელს მიღებული „მაგნა კარტა“– თავისუფლების დიდი ქარტია წარმოადგენს, იგი მაგალითს აძლევს დანარჩენ მსოფლიოს, სამართლის სრულყოფილად აღსრულებითა და მოწესრიგებული მმართველობით. ბრიტანეთი ერთდროულადარის ტრადიციების ზედმიწევნით მიმდევარიც და თანამედროვეობის უდიდესი ნოვატორიც. გაერთიანებული სამეფო არისინგლისის,შოტლანდიის,უელსისადაჩრდილოეთ ირლანდიისპოლიტიკური გაერთიანება. სამეფო გვირგვინის ქვეშ მყოფი ტერიტორიებია:გერნსი,ჯერსიდამენი, რომელთაცგანსაკუთრებული სტატუსი მასვე ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე მცირე სამფლობელო:ანგილია;ბერმუდის კუნძულები;ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები;კაიმანის კუნძულები;ფოლკლენდის კუნძულები;გიბრალტარი;მონსერატი;პიტკერნის კუნძულები;წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია;სამხრეთი გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები;ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია;ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები. დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინგლისურად საუბრობს, ასევე საუბრობენ ოთხ კელტურ ენაზე, ესენია უელსური, ირლანდიური, შოტლანდიური და კორნოული.მოსახლეობის 71% ქრისტიანია, მათ შორის არიან კათოლიკეები, პროტესტანტები, პრესვიტარიანელები და სხვა.
ბრიტანეთში ასევე ცხოვრობენ მუსლიმები, ჰინდუისტები, სინხები, ბუდისტები. 2001 წელს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად მოსახლეობის 15% არარელიგიურია. როგორც ყველასთვის ცნობილი, დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია დაწერილი კონსტიტუცია. ძირითადი საკანონმდებლო ბაზა მომდინარეობს საერთო სამართლიდან და ეგრეთწოდებული ტრადიციული წესებიდან. ფორმალური ცვლილებები შესაძლებელია განხორციელდეს საპარლამენტო აქტების მიხედვით. რაც შეეხება არაფორმალურ ცვლილებებს, მათი განხორციელება ხდება ახალი საყოველთაო პრაქტიკის ან სასამართლოს პრეცედენტის მიხევდით. ასევე, პარლამენტს აქვს თეორიული ძალაუფლება, შექმნას ან გააუქმოს რაიმე კანონი, რასაც ახორციელებს არსებობის 700 წლიანი ტრადიციის მიხედვით. დიდი ბრიტანეთი მონარქიული ქვეყანაა, მას სათავეში უდგას მონარქი, მმართველობის შემდგომ პოზიციებს კი იკავებს პარლამენტი;
პრემიერ მინისტრი; მთავრობის წევრები და კანცელარია. ნომინალურად, ბრიტანეთის მართვის ძალაუფლება მონარქის ხელშია, თუმცა პრაქტიკულად ქვეყნის მართვას უმთავრესად ახორციელებს მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტი, ლორდთა და თემთა პალატის შემადგენლობით. პრემიერმინისტრი აირჩევა თემთა პალატის მმართველი პარტიიდან. ჩვეულებრივ, პარლამენტი აირჩევა 5 წლის ვადით, თუმცა პრემიერ მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია მონარქს მიმართოს პარლამენტის დათხოვის თხოვნით და ჩაატაროს ხელახალი არჩევნები. ბრიტანეთში, სასამართლოს რამდენიმე საფეხური არსებობს. ინგლისის და უელსის უმეტესი კრიმინალური საქმეები იხილება აგისტრატი მოსამართლეების მიერ, რომლების მუშაობენ ადგილობრივი კომიტეტის ბაზაზე. მათი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ბრიტანეთის „Crown Court“-ში, რაც წარმოადგენს პირველი ინსტანციის უმაღლეს სასამართლოს კრიმინალური საქმეებისთვის. შემდგომი ინსტანციაა სააპელაციო სასამართლო. შოტლანდიაში უმაღლესი სასამართლო დაფუძნდა 1672 წელს და მოქმედებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო. აღნიშნული სასამართლო ითავსებს აპელაციის ფუნქციასაც. მონარქის, სასამართლო ხელისუფლების, ლორდთა და თემთა გაერთიანება, და მათი ერთიანი ბრძოლა სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის – ეს თანამედროვე ბრიტანეთია.
((წყაროhttp://eurohouse.inkonia.com; http://ka.wikipedia.org/wiki/; http://jurist.law.pitt.edu/worldlaw/uk.php )