ICTB – ახალი სტანდარტების მქონე საერთაშორისო ტრიბუნალი ბანგლადეშში826 2012.10.19
ICTB – ახალი სტანდარტების მქონე საერთაშორისო ტრიბუნალი ბანგლადეშში
ყველასთვის ცნობილია 1971 წლის პაკისტანის ომის შესახებ, რომელმაც მასიური სამხედრო შეტაკებები და დიდი სისხლისღვრა გამოიწვია. სწორედ 1971 წლის 26 მარტს გამოცხადდა ბანგლადეში დამოუკიდებელ რესპუბლიკად, რასაც წინ უძღვოდა საყოველთაო არჩევნების ჩატარება. ეს ის პერიოდია, როდესაც პაკისტანში უკვე კრიზისი მძვინვარებს. სახალხო დაძაბულობამ, სიახლემ და ძველი, უკვე დრომოჭმული რეჟიმის შენარჩუნების სურვილმა გამოიწვია ის უდიდესი აგრესია, რომელიც შემდეგ გადაიზარდა საომარ მოქმედებებში.