Google ინტელექტუალურ საკუთრებას იცავს947 2012.10.19
Google ინტელექტუალურ საკუთრებას იცავს
Google სასამართლოში მოგებულ პროცესს ზეიმობს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ პლაგიატობა, ინტელექტუალური საკუთრების მითვისება მსოფლიოში გავრცელებული დანაშაულია. Google–ის პროცესიც ამის ნათელი მაგალითია. ფრანგულ მედია კომპანიას, TF1–ს ბრალად დასდეს Google–ის შვილობილი კომპანია YouTube–დან ინფორმაციის, ვიდეოებისა და კინოფილმების კოპირება. ფრანგულ კომპანიას დაეკისრა სოლიდურიჯარიმა, რომელიც ათობით ათას ევროს შეადგენს.

ეს არ იყო პლაგიატის პირველი შემთხვევა, ეს დანაშაული ყოველდღიურად ხდება მსოფლიოს მაშტაბით. რაც შეეხება მის აღმოფხვრას, ეს თითქმის შეუძლებელია საკუთარი უფლებების სათანადო ცოდნის გარეშე. საჭიროა ინტელექტუალური საკუთრების უამრავი მექანიზმით დაცვა. გაითვალისწინეთ რომ ყველაფერი, რაც თქვენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს, ინტელექტუალურ საკუთრებას წარმოადგენს, შეიძლება ბევრი „ქურდი“ გამოუჩნდეს. გამოიყენეთ კანონიერი მეთოდები მის დასაცავად. ასევე დაფიქრდით, როგორ შეიძლება ამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტა. დაეხმარეთ მსოფლიოს, ოცდამეერთე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის აღმოფხვრაში.

((წყარო:http://jurist.org/paperchase/2012/05/france-court-google-not-liable-for-copyrighted-materials-on-youtube.php