ნათელი მომავალი ბავშვობიდან იწყება…1076 2012.10.19
ნათელი მომავალი ბავშვობიდან იწყება…
დღეს პირველი ივნისია – დღე როდესაც მთელი მსოფლიო ბავშვია. ვიღებთ და გავცემთ მოლოცვებს, კიდევ ერთხელ თვალს ვავლებთ წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს და ვაჯამებთ, რამდენად წინ წავიწიეთ ბავშვთა დაცვის სფეროში; რამდენად შევძელით მათთვის ყველა შესაძლოპირობის შექმნა, მათი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, განათლების უზრუნველყოფა. ყველაფერი ხომ სწორედ ბავშვობით იწყება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენებიც სწორედ ამ დროს ხდება. ამ დროს თითქოს ყველა ჩვენს დაცვას ცდილობს, შემდეგ კი გვაქვს პატივი თვითონ შევიწყოთ ხელი მომავალი თაობის დაცვას. და რაც მთავარია, ეს არის დღე როდესაც ვიხსენებთ საკუთარ ბავშვობას.