საფრანგეთში სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომელთან იმეილის გაგზავნა აიკრძალა1115 2016.06.06
საფრანგეთში სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომელთან იმეილის გაგზავნა აიკრძალა
საფრანგეთის კანონმდებლობა მთელ მოფლიოში ჰუმანური და ლიბერალური მიდგომებით გამოირჩევა. სხვადასხვა რეფორმების წყალობით ფრანგული კანონები მოსახლეობაზე კიდევ უფრო მორგებული და პრაქტიკული ხდება. ცვლილება, რომელიც ახლახან შევიდა კანონმდებლობაში დასაქმებულის უფლებებს ეხება და იცავს მას დამსაქმებლის მხრიდან შესაძლო უკანონო ქმედებებისაგან. მოგეხსენებათ, არაფერი აფუჭებს დასაქმებულის განწყობას ისე, როგორც დასვენების დღეებში სამუშაო ოფისიდან მიღებული იმეილი. მიუხედავად იმისა, სამუშაო ორშაბათამდეა თუ არა შესასრულებელი თავისუფალი საათები მაინც კარგავს უწინდელ ხიბლს. ფრანგმა კანონმდებლებმა გაითვალისწინეს ასეთი შემთხვევები და კანონში ცვლილებები შეიტანეს. ახალი მიდგომით, კომპანიას, რომელიც 50 დასაქმებულისგან მაინც შედგება სამუშაო საათების შემდეგ დასაქმებულთან ელექტრონული ფოსტის გაგზავნა ეკრძალება. კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ძალიან რთული გახადა სამუშაოსა და დასვენების საათების ერთმანეთისაგან გამიჯვნა. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ დასვენების მაგივრად დასაქმებულს მთელი რიგი სამუშაო მასალები ელექტრონული ფოსტით ეგზავნება. ეს კი დასვენებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. საფრანგეთის ეროვნული ესემბლის წევრმა ბენუა ჰემონმა BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მართალია თანამშრომელი ფიზიკურად ტოვებს სამუშაო სივრცეს, თუმცა მათი მუშაობა მაინც გრძელდება. სამსახურთან დაკავშირებული სტრესი თანამედროვე დროში უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა. ამიტომ, ყველა თანამშრომელს სჭირდება პირადი დრო, რომელსაც თავისი სურვილისამებრ დასვენებისა და ძალების აღდგენისათვის გამოიყენებს.