1124
2016.06.13
მიწის რეგისტრაცია უფასო ხდება
სახელმწიფო მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეფორმის გატარებას გეგმავს. დღეს-დღეობით საქართველოში მიწის 25% არის რეგისტრირებული, რაც თავის მხრივ, არაერთ პრობლემას წარმოშობს.
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, თქმით:„მიწის რეგისტრაციისთვის ბარიერები იხსნება, საჯარო რეესტრი იძენს ახალ უფლებამოსილებას, რომ მოქალაქის ნაცვლად მოიძიოს ყვლა უფლება დამდგენი დოკუმენტი, რომ ამზომველები დაექვემდებარონ, ვისაც სურვილი აქვს სერტიფიცირებას და თუკი სერტიფიცირებული ამზომველი აგიზომავთ მიწას, მაშინ აზომვა უფასო იქნება“ მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონშიდაგეგმილი ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიებაში მოქალაქეებს სახელმწიფო დაეხმარება. ასევე, მოქალაქეთა შორის დავების მოსაგვარებლად სახელმწიფო მედიაციის არაერთ სახეს გვთავაზობს. აქტიურად იქნება სანოტარო მედიაცია გამოყენებული, მხარეებს საშუალება ექნებათაირჩიონ მოლაპარაკების გზით დაასრულონ დავა თუ სასამართლოს მიმართონ.