1390
2016.06.15
ტრენინგი მედიასამართალში
საადვოკატო ბიურო "OK&CG" და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატია და სამართალი" მართავს ტრენინგს თემაზე: "მედიასამართალი - პრობლემები და გამოწვევები". ტრენინგის დროს განხილული იქნება თემები, რომლებიც შეეხება მედია სამართლის მნიშვნელოვან ასპექტებს, კერძოდ: • მედიასამართლის ცნება და მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში; • საქართველოს კანონმდებლობა მაუწყებლობის შესახებ; • მედია და ადამიანის უფლებები;
• ჟურნალისტის როლი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით; • საჯარო ინფორმაციის გაცემა და საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა საქართველოში; • მედიასამართალი და საავტორო უფლებები; • სამოქალაქოსამართლებრივი დავების გაშუქების პრობლემები; • ჟურნალისტის შესაძლო სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა ინფორმაციის არასწორად გაშუქების დროს; • ჟურნალისტის შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნებლიედ ინფორმაციის არასწორად გაშუქების დროს; • მედიის გავლენა საზოგადოებაზე; • ქართული სასამართლო პრაქტიკა მედიასამართალთან დაკავშირებით; • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მედიასამართალთან დაკავშრებით. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და ქართულ კანონმდებლობაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, ჟურნალისტებისთვის იმ პრობლემური სამართლებრივი საკითხების განმარტებას, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მათ პროფესიულ საქმიანობას. ტრენინგში მონაწილეობა უფასოა! შეხვედრის თარიღი: 29 ივნისი შეხვედრის დრო: 15:00 საათი შეხვედრის ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორია, გუდიაშვილის ქ. #7 რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://bit.ly/21m5vGZ საკონტაქტო პირი: სანდრო სუბელიანი, ტელ: 591 26 27 00; 551 09 27 50, ელ-ფოსტა: sandro.subeliani@gmail.com