ფრთხილად!!! თქვენ დანაშაულს ჩადიხართ930 2012.10.19
ფრთხილად!!! თქვენ დანაშაულს ჩადიხართ
ხშირად აქცევთ ყურადღებას თქვენს თითოეულ ქმედებას და განიხილავთ ამას რა შეიძლება მოყვეს? გადიხართ სახლიდან ისე, რომ არ ამოწმებთ გამორთეთ თუ არა გაზი, წყალი, ელექტრო დენი…? გირჩევთ კარგად გააანალიზოთ თითოეული ამგვარი ქმედების შედეგი, რადგან გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება იმდენად დიდი ზიანი მოგაყენოთ რომ წინასწარ ვერც შეძლოთ ამის გათვალისწინება. ამიტომ წინასწარ გეტყვით – ფრთხილად! თქვენ დანაშაულს ჩადიხართ. ყველაფერი, რაც ზემოთ მოგახსენეთ იმის წინაპირობა იყო, რომ გესაუბროთსაქართველოს სისხლის სამართლის მეათე მუხლზე,რომელიც სწორედ გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე მოგვითხრობს: – „გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით”. საკითხი უფრო დეტალურად რომ განგიმარტოთ, ისევ კოდექსისნორმას მოვიშველიებ და გეტყვით, რომ – „ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.“ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად სახლში წყალი დატოვეთ მოშვებული, იცოდით ამას რა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოყოლოდა და ასე მაინც მოიქეცით, და რაღა თქმა უნდა ამ დაუდევრობას მეზობლის რემონტი შეეწირა – ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, დააზიანეთ სხვისი კერძო საკუთრება. „ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.“ სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ უფრო ყურადღებით იყოთ. ალბათ დამეთანხმებით რომ ამით ბევრ თავსატეხს აიცილებთ თავიდან. დაუდევრობასთან დაკავშირებით ყველაზე ცხადად გაგახსენდებათ ტყეში მასიურად გაჩენილი ხანძრები, რომელიც მხოლოდ იმის გამო გაჩნდა, რომ თქვენ ანთებული სიგარეტი მიწაზე დააგდეთ და ყურადღება არ მიაქციეთ, რომ ახლოს გამხმარი ფოთლები ეყარა. ან სულაც თქვენს მიერ არასწორ ადგილას დატოვებულმა ნაგავმა გამოიწვია გარემოს დაბინძურება, საკვებისა თუ წყლის მარაგის დაბინძურება.ან იქნებ გზაზე დაგდებულმა ბოთლის ნამტვრევმა გამოიწვიოს მანქანის, ან ფეხით მოსიარულე ადამიანის დაზიანება? სახლში დატოვებულმა ჩართულმა ბუნებრივმა აირმა კი აფეთქება გამოიწვია, რასაც ემსხვერპლა თქვენი მეზობლების და შეიძლება ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი. მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს და ამიტომ აღარ გავაგრძელებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენ გარემოს განუყოფელი ნაწილი ვართ და რადგან ვფლობთ ულევ შესაძლებლობას, მისი განადგურება კი არა დაცვა გვევალება. ეს დედამიწაა, სადაც ვცხოვრობთ, და ჩვენს გარშემო ხალხია, რომელთა დაუდევრობამ ისევე შეიძლება ჩვენ დაგვაზარალოს როგორც ჩვენმა გაუფრთხილებლობაამ ისინი.