თბილისში ტროტუარზე პარკირება აიკრძალება983 2016.06.17
თბილისში ტროტუარზე პარკირება აიკრძალება
საქართველოში პარკირების პრობლემა დღემდე არსებობს. თბილისის მერის განცხადებით, შესაბამისმა სამსახურებმა მერის დავალებით საკითხი შეისწავლეს და რამდენიმე ტროტუარზე “კრიტიკული მდგომარეობა” აღმოჩნდა. ტროტუარებზე ავტომანქანების გადაადგილება ფეხით მოსიარულეებთან ერთად მომეტებული საფრთხის შემცველია, ამიტომ პროლემის არსი საკმაოდ მწვავედ დგას. რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დრო“ თბილისის მერმა ამ თემის გარშემო არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. „რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, ისაა, რომ სითი პარკისთვის ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია.“-აღნიშნავს მერი მისივეგანმარტებით, პარკირებისათვის თავდაპირველად 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი "სითი პარკს" ჩამოერთვა და ფეხით მოსიარულეებს დაუბრუნდათ. მერიის გეგმით, ზაფხულისთვის ავტომანქანებისაგან დანარჩენი 1500-ი ადგილიც გათავისუფლდება. აღსანიშნავია, რომ დავით ნარმანიას თქმით, მალე გამოცხადდება ტენდერი ინვესტორების მოსაზიდად, რომლის საშუალებითაც, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირების ადგილები აშენდება.