გლეხებისგან აკრეფილი ხარკი1431 2012.10.19
გლეხებისგან აკრეფილი ხარკი
ქართველები რომ უძველესი დროიდან ფეხს უწყობდნენ საზოგადოებრივი სამართლის სისტემას, ეს ბევრჯერ არის დადასტურებული და დამატებით მტკიცებას არც საჭიროებს. სწორედ ძველი სამართლებრივი ძეგლების თვალიერებისას არა ერთ საინტერესო კანონსა თუ დათქმას წავაწყდი, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში ღიმილს იწვევს, ხოლო თავის დროზე შესასრულებლად სავალდებულო იყო და კარგადაც ასრულებდა თავის მოვალეობას. უძველესი სისხლის სამართალი უძველესივე მეთოდებით აღსრულდებოდა. ბაგრატ კურაპალატის სამართლის მიხედვით, სამართალში იყო ისეთი ცნება, როგორიცაა „საპირო“. ეს გახლდათ საგანგებო ქონებრივი საზღაური, რომელიც „მესისხლეთა“ დაზავებისას, დამნაშავეს უნდა გადაეხადა დაზარალებულისთვის, რათა განემტკიცებინა დაზავების პირობები. დამნაშავისთვის საპიროს ოდენობა განისაზღვრებოდა დაზარალებულის სოციალურ–წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით.