94 წლის ბრალდებულს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა831 2016.06.21
94 წლის ბრალდებულს 4 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
94 წლის ბრალდებულს, რეინოლდ ჰენინგს გერმანულმა სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.jurist.org-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰენინგს ბრალი ედებოდა პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში შესრულებული სამხედრო სამუშაოების გამო. როგორც ირკვევა, 94 წლის რეინოლდი 1942-1944 წლებში ჰიტლერის არმიას შეუერთდა და მონაწილეობა მიიღო ჰოლოკოსტის დროს 170,000ადამიანის მკვლელობაში. თავად ბრალდებული განმარტავს, რომ მას პირადად არც ერთი პატიმრის მიმართ არ განუხორციელებია ძალადობა და ახლა ძალიან სცხვენია იმის გამო, რომ ნაცისტურ პარტიასთან წარსულში გარკვეული კონტაქტი ჰქონდა. სასამართლო პროცესს რეინოლდითან ერთად ჰოლოკოსტის გადარჩენილებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა გადარჩენილმა, რომელიც პროცესზე დასასწრებად ტორონტოდან ჩამოვიდა განაცხადა,რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ბედნიერია და ახარებს ის ფაქტი, რომ დამნაშავე 70 წლის შემდეგ მაინც დაისაჯა. ბრალმდებლის განცხადებით, რეინოლდი კრიმინალურ ორგანიზაციაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკშიც უამრავი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა. თავად მსჯავრდებული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აპირებს გადაწყვეტილება გერმანიის ფედერალურ სასამართლოში გაასაჩივროს.